2026 წლის ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყება და 11 მაისს 18.00 საათზე დასრულდება!
წელს აბიტურიენტებს, მათთვის სასურველი რაოდენობის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 10 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ.
ეს პროგრამებია:
საბაჟო საქმე - თბილისი/ქუთაისი
ბუღალტრული აღრიცხვა - თბილისი/ქუთაისი
ადმინისტრაციული სერვისების მენეჯმენტი - თბილისი/ქუთაისი
საბიბლიოთეკო საქმე - თბილისი/ქუთაისი
საწყობის ოპერირება - ქუთაისი
ტვირთების ექსპედირება - ქუთაისი
რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge არის შესაძლებელი.
ყველა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა სრულად დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ.